დღეს, 8 სექტემბერს, ეუთოს გენერალური მდივანი მარკ პერინ დე ბრიშამბო საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დაიწყებს და პირველ შეხვედრას საფრანგეთის ელჩთან ერიკ ფურნიესთან არაოფიციალურ საუზმეს გამართავს. ამის შემდეგაც იგი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფელ ოდიშში გაემგზავრება.
შემდეგ კი ეუთოს გენმდივანი წეორვანის დასახლებაში დენილებს მოინახულებს. 14:00 საათზე სასტუმრო "თბილისი მაროტში" ეუთოს გენ მდივანი არასაპარალმენტო ოპოზიციის წარმომადგენელბს შეხვედება. ხოლო 15:15 საათზე სასტუმრო რედისონში შეხვედრას მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან გამართავს. რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი. საგარეო საქმეთა სამინსტროდან მარკ პერინ დე ბრიშამბო პარლამენტში გადაინაცვლებს და შეხვედრას დავით ბაქრაძესა და საპარლამენტო ოპოზიციასთან გამართავს.
ვიზიტის დასასრულს კი 19:00 საათზე ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტს მიხიელ სააკაშვილს შეხვდება.