ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი გაზის დაგროვება გახდა.
შემთხვევის შედეგად 75 წლის მამაკაცი დაშავდა, რომელიც სახლში იმყოფებოდა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სხვა დეტალები ჯერჯერობით, უცნობია.