საგარეო დაზვერვის კუთხით არსებულ ტენდენციებზე ისაუბრებს ელჩებტან შეხვედრისას საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი გელა ბეჟუაშვილი.
"ძალიან კარგი ტრადიცია დამკვიდრდა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის. დღევანდელ შეხვედრაზე ერთი საათის განმავლობაში ვისაუბრებ საგარეო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებაზე, თუ რა ტენდენციებია გამოკვეთილი და რა დინამიკა შეინიშნება", - განაცხადა ბეჟუაშვილმა.
მისი თქმით, ქართველ დიპლომატებს ასევე იმ საკანონმდებლო სიახლეების შესახებაც მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელდა.