აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დღეს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის შესახებ გააკეთა.
ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობათაშორისო შეთანხმების გაფორმება იგეგმება.
"ადგილი აქვს შეყოვნებას, მაგრამ არა ჩვენი ბრალეულობით. ჩვენ ჩვენის მხრიდან ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეგროვილი გვაქვს, მაგრამ რუსეთის ფინანსთა სამინისტროსთან ყველა საკითხი გადაწყვეტილი არ არის", _ განაცხადა სერგეი ბაღაფშმა და დასძინა, რომ სამუშაობის დაწყება 15 სექტემბრიდან იგეგმებოდა. დასრულება კი წლის ბოლოსათვის იყო ნავარაუდევი.
"საუბარი მიდის სახელმწიფო კრედიტზე 2 მილიარდი რუბლის ოდეონბით. ეს თანხა აფხაზეთის რკინიგზის აღსადგენად გამოიყოფა. ვალდებულნი ვართ ავითვისოთ ეს თანხა მიმდინარე წელს და ფსოუდან სოხუმამდე 110 კილომეტრიანი სარკინიგზო საფარი აღვადგინოთ" - განაცხადა ბაღაფშმა.