"გაეროს გენერალური ასამბლეა საქართველოს წინადადებით ქართველი ლტოლვილების სკაითხს განიხილავს. საქართველო მათ იძულებით გადაადგილებულ პირებს უწოდებს და ამას იმიტომ აკეთებს რომ ეს ხალხი ერთი სახელმწიფოს შიგნით ადგილნაცვალ პირებად წარმოჩნდნენ". ასეთი კომეტარი გააკეთა სერგეი ბაღაფშმა დღეს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გაეროს გენერალურ ასამბლეაში საქართველოდან დევნილების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.
ბაღაფშის თქმით, აფხაზეთი ამ საკითხს ასე არ აყენებს.
"ჩვენთვის ისინი ლტოლვილები არიან და ასეთებად დარჩებიან. კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან არავის ჩაუტარებია. თუკი საქართველო და ის ქვეყნები რომლებიც მას მხარს უჭერენ ამ საკითხის გადაწყვეტას უჩვენოდ აპირებენ, ეს მათი პრობლემაა", - განაცხადა სერგეი ბაღაფშმა და დასძინა, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ამას აფხაზეთისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ექნება.
ამასთან ერთად აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა დასძინა ისიც, რომ მრავალი ადამიანი აფხაზეთში იმ ქართველებზე, რომლებმაც ეს მხარე შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დატოვეს ამბობს, რომ ისინი ლტოლვილები არ არიან. ესენი არიან რეპატრიანტები, რომლებიც თავის ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდნენ.