ე.წ. სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფო" უნივერსიტეტის სტუდენტები, აღნიშნული უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ვერ შედიან, იმის გამო, რომ იქ წყალგაყვანილობა და კანალიზაცია არ არსებობს. განცხადება ამის შესახებ სასწავლებლის რექტორმა ტაიმურაზ კოკოევმა გააკეთა.
მანვე განაცხადა, რომ მიუხედავად არაერთი მიმართვისა სხვა და სხვა ინსტანციებში ეს საკითხი ჯერაც გადაუჭრელია.
კოკოევი ასევე აცხადებს, რომ კიდევ ერთი პრობლემა რომელიც ე.წ. უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის წინაშე დგას - შენობაში მაცხოვრებელი დევნილები და მათი გამოსახლებაა.