აფხაზეთის სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დღეს მოწყობილ პრესკონფერენციაზე ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო პირების თავისუფალ შეკრებაზე კომენტარი გააკეთა.
"სადაც უნდათ იქ შეიკრიბონ, თუკი ამას აუცილებლად მიიჩნევენ. აფხაზეთში ბევრი თავისუფალი ადგილია, სადაც შეკრება შეიძლება. ადამიანებს ამის უფლება და თავისი მოთხოვნების წამოყენების უფლება აქვთ" - განაცხადა ბაღაფშმა და დასძინა, რომ ხელისუფლება მზადაა ყველა მათ კითხვას უპასუხოს.
სერგეი ბაღაფშმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ "უბრალოდ არის ერთი დეტალი. როდესაც შეიკრიბება ხალხის ჯგუფი ამას შეიძლება მოყვეს მეორე კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი ჯგუფის შეკრება. ძალიან კარგად ვიცი ქვეყანაში არსებული სიტუაცია. ამიტომაც ყველას ვთავაზობ მოედნებზე შეკრების ნაცვლად მაგიდასთან კონსტრუქციული დიალოგი აწარმოონ", - განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.