აფხაზეთის სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დღეს სოხუმში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე უარყო გავრცელებული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.
"საზოგადოებაში ბევრი ჭორი დადის ჩემი ჯანმრთელობის შესახებ. საუბრობენ იმაზე რომ მაქვს ინსულტი, წინასაინფარქტო მდგომარეობა, რომ თანამდებობიდან უნდა გადავდგე 16 ან 17 რიცხვში. მინდა ყველას განვუცხადო, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა წესრიგშია" , - განაცხადა სერგეი ბაღაფშმა და დასძინა, რომ საზოგადოებაში შეიძლება სხვადასხვა ჭორი გავრცელდეს.
"მინდა ვურჩიო ყველას, რომ ჭორებს არ აყვნენ და მხოლოდ ფაქტებს ენდონ" - განაცხადა ბაღაფშმა.