ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის განცხადებით ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთ-ბელორუსის კავშირში გაწევრიანება სურს. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა დღეს ცხინვალში საკავშირო სახელმწიფოს გენერალურ მდივანთან პაველ ბოროდინთან შეხვედრისას გააკეთა.
ბოროდინთან შეხვედრისას კოკოითმა რუსული მედიის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საკავშირო სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
"ჩვენი შეხვედრა მორიგი ეტაპია ჩვენი რესპუბლიკის საკავშირო სახელმწიფოსთან შეერთების თემის განხილვისა", _ განაცხადა ედუარდ კოკოითმა.