ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტირის მონასტრის მღვდელი ყაზახეთისა და რუსეთის საზღვარზე დააკავეს. საბაჟო "ჟანა ჟოლ"-ზე მესაზღვრეების ძაღლმა ნარკოტიკული ნივთიერების სუნი აიღო, რომელიც ღვთისმსახურიდან მოდიოდა.
შედეგად, მღვდელს 340 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება "მარიხუანა" ჯიბეში აღმოუჩინეს. დაკავებისას ღვთისმსახური ირწმუნებოდა, რომ მას ყაზახეთის ქალაქების მოლოცვა უნდოდა და ნარკოტიკები პირადი მოხმარებისათვის შუ-ში ჟამბილსკის ოლქში შეიძინა.
ამჟამად მღვდელი დაკავებულია, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.