საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, შესაძლოა, არასაპარლამენტო ოპოზიციასთან განიხილონ. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმდჯომარემ დავით ბაქრაძემ დღეს ბიუროს სხოდმაზე გააკეთა. მან შეაჯამა საკონსტიტუციო ცვლილებების საზოგადეობრივი განხილვის პროცესი და აღნიშნა, რომ
"განხილვების პროცესმა კარგად ჩაიარა. იყო შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებააზე გადაწყვეტილება შემაჯამებელ სხდომაზე მიიღება", _ განაცხადა ბაქრაძემ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საზოგადოებრივი განხილვის ვადა 21 გავისტოს ამოიწურა, თუმცა მისი თქმით, კომისია კვლავ გააგრძელებს შეხვედრებს.
ხვლისთვის დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს აკრედიტებულ დიპკორპუსთან. შეხვედრების დასრულების შემდგ ჩატარდება შემაჯამებელი სხდომა, სადაც მიიღება გადაწყვეტილება მიღებული შენიშვნებიდან რისი გათვალისწინებაა მართებული და რისი არა, რის შემდეგაც დაიწყება უკვე ცვლილებების საპარლამენტო განხილვის პროცესი.
ამასთან შემაჯამებელი სხდომის შემდეგ პროექტი გაეგზავნება ვენეციის კომისიასაც. რაც მთავარია, დავით ბაქრაძის თქმით, ხელისუფლება მზად არის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი განიხილოს სარასაპარალმენტო ოპოზიციასთანაც.
"რამდენიმე პარტიიდან იყო სიგნალი და მინიშნება, რომ მზად არიან ასეთი შეხვედრისათვის და რა თქმა უნდა თუკი იქნება ასეთი დიანტერესება ხელისუფლება მზად არის გამართოს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან შეხვედრა" - განაცხადა ბაქრაძემ. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია არასაპარლამენტო ოპოზიციასთან აღნიშნული შეხვედრის სავარაუდო თარიღი.