ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე სტუბი ხვალ, 8 სექტემბერს საქართველოში ვიზიტს ქართველ კოლეგასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრით დაიწყებს.
მისი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ხვალ დაიწყება - საგარეო საქმეთა სამინისტროს იგი 9:00 საათზე ეწვევა. ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, 10:00 საათზე მინისტრების ერთობლივბი ბრიფინგი გაიმართება, რის შემდეგაც ფინეთის სახელმწიფო მინისტრი წეროვანში დევნილთა დასაახლებას მოინახულებს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ლტოლვილთა მინისტრს, კობა სუბელიანს შეხვდება. ხვალვე, 11:40 საათზე, დაგეგმილია ფინელი დიპლომატის შეხვედრა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან, რომლის დასრულების შემდეგაც იგი საქართველოს პრემიერ - მინისტრს ნიკა გილაურს შეხვდება, ხოლო 16:15 საათზე ალექსანდრე სტუბი ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტთან გამართავს 45 წუთაინ შეხვედრას.
ვიზიტის ფარგლებში ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოში ევროკავშირის სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა 17:45 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც სტუბი საქართველოს დატოვებს.