ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ორი თვის ჩვილი საბავშვო ეტლიდან გადავარდა და დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, ჩვილის დაღუპვის მიზეზი თავის ტრავმა გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
სხვა დეტალები ჯერჯერობით, უცნობია.