"ლეიბორისტული პარტიის" საერთაშორისო მდივანი, ნესტან კირთაძე საქართველოს ხელისუფლებასა და თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ორი კვირის წინ ავღანეთში მძიმედ დაიჭრა რადენიმე ჯარისკაცი, რომლეთაგან ერთ-ერთი, კაპრალი მამუკა ჯავახიშვილი სრულად დაბრმავდა და გაუკეთდა ურთულესი ოპერაცია, რასაც საქართველოს ხელისუფლება და თავდაცვის სამინისტრო მალავს.
"ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით ორი კვირის წინ ავღანეთში მძიმედ დაიჭრა რადენიმე ჯარისკაცი, რომლეთაგან ერთ-ერთი კაპრალი მამუკა ჯავახიშვილი სრულად დაბრმავდა და გაუკეთდა ურთულესი ოპერაცია, რასაც საქართველოს ხელისუფლება და თავდაცვის სამინისტრო მალავს", - აღნიშნა კირთაძემ და მანვე, საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებიდან ქართველი სამხედროების დაუყოვნებლი გამოწვევისაკენ მოუწოდა.