"ლეიბორისტული პარტია" საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებიდან ქართველი სამხედროების დაუყოვნებლივ გამოყვანას სთხოვს. შესაბამაისი განცხადება დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე "ლეიბორისტების" საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ გააკეთა.
"საქართველოს ლეიბორისტული პარტია", რომელიც იმთავითვე აპროტესტებდა ერაყსა და ავღანეთში ქართველი ოფიცრებისა და ჯარისკაცებისწარგზავნას, დღეს კატეგორიულად მოითხოვს ამ ქვეყნებიდან ქართული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანას და მათ დაუყოვნებლივ სამშობლოში დაბრუნებას", - განაცხადა კირთაძემ.
მანვე, პარტიის სახელით ავღანეთში დაღუპული ქართველი ოფიცრის მუხრან შუკვანის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. ასევე, მძიმედ დაშავებულ ალექსანდრე გითოლენგიას მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
"იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს იქნება ბოლო სამძიმარი და ბოლო მძიმე ფაქტი ჩვენი ღირსეული ოფიცრებისა და ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც იღუპებიან და სახიჩრდებიან სხვისომში. არაფერი ესაქმება ჩვენს შვილებს სხვის ომში, მითუმეტეს სხვისი სარდლობისა და დროშისქვეშ", - აღნიშნა კირთაძემ.
ნესტან კირთაძის განცხადებით, ქართველი ჯარისკაცების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა არანაირ ვალდებულებას არ წარმოადგენს და ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პირადი ინტერესია - საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებით პრეზიდენტობის ვადა გაიხანგრძლივოს.
"ამისათვის არ არსებობს არავითარი სამართლებრივი ვალდებულება და თუ ეს მხოლოდ პოლიტიკური შეთანმხმების საკითხია, მაშინ შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთხელსაყრელობისა და პოლიტიკური თანაზიარობის პრინციპს. და არა მიხეილსააკშვილის საპრეზიდენტო სავარძლის განმტკიცებას და მისი რეჟიმის გახანგრძლივებას საქართველოში", - განაცხადა "ლეიბორისტების" საერთაშორისო მდივანმა.