ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა რუსეთის გენერალურ პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს ალექსანდრე ბასტირკინს მისალოცი ბარათი გაუგზავნა და კომიტეტის დაარსების დღე მიულოცა.
მისალოც ბარათში ოს სეპარატისტთა ლიდერი განსაკუთრებით აღნიშნავს, რუსეთის გენპროკურატურასთან არსებული კომიტეტის თანამშრომელთა "განუზომლად დიდ წვლილს, რომელიც მათ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს აგრესიის შედეგად დარღვეული საერთაშორისო ნორმებისა და ოსი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის დადგენის საქმეში შეიტანეს".
"თქვენს მიერ შეგროვებული მტკიცებულებები, რომლებიც ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად მოიპოვებოდა, დღეს საშუალებას იძლევა შეგროვდეს იმ დანაშაულის ბრალდების საფუძვლები რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა", _ წერს კოკოითი.