საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეიგონის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად ცნობის საკითხზე მუშაობს. ამის შესახებ ქართველ ლჩებთან შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინსიტრმა თემურ იაკობაშვილმა განუცხადა.
"ელჩებსთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკაზე, ასევე რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით. ასევე გავაცანით ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით სახელმწიფო სტრატეგია და ამ კუთხით რა მიღწევები გვაქვს", - განაცხადა იაკობაშვილმა.
მისივე შეფასებით, საქართველო უკვე გამოვიდა იმ ეტაპიდან, როდესაც მუშაობა მიმდინარეობდა, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტრიების აღიარება არ მომხდარიყო და ახლა მიშვნელოვანია რომ ეს ტერიტორიები საერთაშორისო საზოგადოებამ ოკუპირებლად ცნოს.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ასევე ოკუპირებიულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობაც ჩაერთოს.