საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა ამბასადორიალზე საკუთარი გეგმების პრეზენტაცია მოაწყო.
საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის განცხადებით, ქართველ დიპლომატებთან შეხვედრაზე ყურადღება ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა.
"არაჩვეულებრივი შანსია შევხვედრილიყავი ქართველ ელჩებს. ბევრმა მათგანმა იმ ქვეყნებში დამპატიჟეს სადაც ისინი ელჩად იმყოფებიან. ვფიქრობ, რომ აუცილებელია განხორციელდეს გაცვლითი პროგრამები კულტურულ სფეროში სხვადასხვა ქვეყნებთან" - აღნიშნა რულოვსმა.