ლიტვა საქართველოს ხორბალს იმ ფასში მიაწვდის რაც იმ ეტაპისთვის საერთაშორისო ბაზარზე იქნება დაფიქსირებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ლიტვაში გიორგი ქერდიყოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართული მხარე ლიტვისგან სავარაუდოდ 50-დან 100 ათასამდე ტონა ხორბალს მიიღებს.
"დაახლოებით ერთ საათში დაგეგმილი მაქვს ლიტვის სოფლის მეურნეობის მინსიტრთან სატელეფონო საუბარი, სადაც აღნიშნულ საკითხს განვიხილავთ. ასევე შევეხვდები ჩვენს სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს. სადაც საუბარი შეეხება მის ლიტვაში ვიზიტს. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებასთნა დაკავშირებით' - განაცხადა ქერდიყოშვილმა.
მისივე თქმით, ლიტვამ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიიღო და საქართველოს ხორბალს იმ ფასში მიყიდის რაც მსოფლიო ბირჟაზე იქნება იმ ეტაპისთვის დაფიქსირებული და არანაირ სპეციალურ ფასებს არ დააწესებს, "პირიქით შესაძლებელია შეღავათიც კი გაგვიკეთოს".