რუსეთი საქართველოსთან დიალოგზე წამოვა. ასეთი მოსაზრება გამოთქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა ამბასადორიალზე ელჩებთან შეხვედრამდე.
"მოხარულები ვართ, რომ საქართველო მზად არის კონფლიქტების მოსაგვარებლად რუსეთთან დიალოგის დაწყებაზე და იმედი გავქვს რომ ამ მოლაპარაკებებზე რუსეთიც წამოვა. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს საერთაშორისო თანამეგობრობას მიაჩნია, რომ აქ ერთადერთი გამოსვალი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლების კონტროლი აღდგეს" - განაცახდა პაეტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ XXI საუკუნეში მეზობელ ქვეყნებს შორის აუცილებელია კეთილმეზობლური ურთიერთობები არსებობდეს.
ამასთან საქართველოს სს მინისტრმა გირგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის რუსეთთან დაიწყოს უპირობო დიალოგი, თუმცა კრემლში აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ისინი არ დაელაპარაკებიან.