საქართველოს არ უჭირს საერთაშორისო თანამეგობრობის დარწმუნება იმაში რომ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები შეუქცევადია. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ესტონელ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ არ გვჭირდება იმის დამტკიცება რომ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესი და რეფორმები შეუქცევადად მიმდინარეობს. ერთადერთი პრობლემა რაც არის ეს არის ფინანსური საკითხი. თუმცა ჩვენ არ გვჭირდება ფინანსური დახმარება, არამედ გვინდაა მოვიზიდოთ ინვესტიციები, რომელიც მსოფლიო კრიზისის გამო შემცირებულია არა მხოლოდ საქართველოში არამედ მსოფლიოშიც", - განაცახდა ვაშაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს ქვეყანაში ომი იყო და ამან გარკვეული გავლენა მოახდინა ინვესტიციევბის შემოდინებაზე, ახლა უკვე ყველა საერთაშორისო ინვესტორი დარწმუნებულა, რომ საქართველში ინვეტსიციების ჩადება უსაფრთხოა და კანონიც საკმაოდ ლიბერალური.