საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთი პროვოკაციების მოსაწყობად იყენებს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ესტონელ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"საქართველოს და რუსეთს ამ ეტაპზე ყველანაირი ურთიერთობა აქვთ შეწყვეტილი. როგორც დიპლომატიური ასევე კულტურულ და ადამიანურ დონეზე ურთიერთობებიც კი მინიმუმამდეა დაყვანილი. რაც შეეხება საოკუპაციო ზონებთან არსებულ ვითარებას, ის საკმაოდ მძიმეა და ამ ადგილებში ადამიანების გატაცება და სროლები ყოველდღიურობას წარმოადგენს. რუსეთი იქ იმისთვის იმყოფება რომ საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციები მოაწყოს" - აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენს შავ ხვრელს, სადაც საქართველოს მოქალაქეებს არ აძლევენ საკუთარ ენაზე საწავლის უფლებას და საკუთარი ქვეყნის ისტორიის ცოდნის საშუალებას. ასევე აიძულებენ აიღონ ე.წ. აფხაზური პასპორტები და იმსახურონ სეპარატისტების ჯარში.