ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო ქართველ ხალხს მიუსამძმრა და აღნიშნა, რომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართული ჯარი თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს.
"ავღანეთის მისიაში მონაწილე ქართველი ჯარისკაცის დაღუპვა ძალზე სამწუხარო ფაქტია. ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოებას იცავენ და მიმაჩნია, რომ ნატო საქართველოს ურთიერთობაში ეს ერთ-ერთი ნათელი წერტილია", - განაცხადა პაეტმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, აუცილებელია ნატო საქართველოს ურთირთობების წარმატებისთვის კომისიის მუშაობა გაგრძელდეს ეფექტურად. ამასთან ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრიმა აღნიშან, რომ საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა კარგი მაგლითია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვისაც.