ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი მიესლამება საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას და ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობის დაწყებას. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მოხერხდება ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და გაფორმდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება", _ განაცხადა პაეტმა.