„როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგს აზრი არ აქვს, სანამ ის არ აღიარებს, რომ მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონი.
„რუსეთი არის ოკუპანტი და ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ის არაპროგნოზირებადია“, - განაცხადა მან.
„როდესაც გყავს მტერი, რომელიც პროგნოზირებადია, იცი თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, მაგრამ ამ შემთხვევაში, გულწრფელი რო ვიყო, მე არ ვიცი რა უნდა იყოს საქართველოს შემდეგი ნაბიჯები რუსეთთან ურთიერობაში. ის ძალიან არაპროგნოზირებადია და ჩვენს ტერიტორიაზე ზედმეტადაა წარმოდგენილი“, - ამბობს ზურაბიშვილი.