ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე სავაჭრო ობიექტი გაქურდეს.
ობიექტის მეპატრონის ინფორმაციით, წაღებულია თანხა და სიგარეტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.