საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანთან, კონდოლიზა რაისთან ოფიციალური შეხვედრის დაგეგმვას უარყოფს. როგორც "ჯი-ეიჩ-ეინს" საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა ყოფილი მსოფლიო ლიდერების საქართველოში ვიზიტი წმინდა წყლის კომერციული ხასიათის იყო, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მონახულების ფარგლებში განხორციელდა.
"გავრცელებული ინფორმაცია, რომ თIთქოსდა კონდოლიზა რაისთან რაიმე სახის ოფიციალური შეხვედრა იყო დაგეგმილი სიმართლეს არ შეესაბამება. ეს იყო წმინდა წყლის კომერციული ხასიათის ვიზიტი და არც მოიაზრებოდა, რომ მათთან რაიმე სახის შეხვედრა დაგგმილიყო. როგორც იცით, მათი ვიზიტის დეტალებში აშშ-ს საელჩოც არ იყო ჩართული. მათ მსოფლიოს ქვეყნების მონახულების ფარგლებში საქართველოშიც შემოიარეს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 სექტემბერს, სხვადასხვა რუსული საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ვრცელდეობდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ყოფილი მსოფლიოს ლიდერების სიმპოზიუმის ფარგლებში, საქართველოში ჩამოსულ აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს ქართველ ოფიციალურ პირებთან შეხვედრები ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა რუსული პრესის ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრები კონდოლიზა რაისის ინიციატივით არ შედგა, რადგან იგი ბათუმიდან ირლანდიაში გაემგზავრა.