ახალი წლის შესახვედრად ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ევროპულ ქალაქად რიგა დაასახელეს. როგორც ირკვევა, რიგაში ახალი წლის გატარება (ფრენით) წყვილს საშუალოდ 564 ევრო დაუჯდება. ეს იმ ფონზე, როდესაც კოპენჰაგენში ანალოგიური პაკეტის ღირებულება ორჯერ მეტია.
საახალწლოდ ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ქალაქების რეიტინგში მეორე ადგილზეა პრაღა, სადაც გასულ წელთან შედარებით იგივე ტურის პაკეტი 12%-ითაა გაიაფებული და წყვილზე 670 ევროს შეადგენს. რეიტინგში მესამე პოზიციაზეა ტალინი, სადაც ტურისტულ წყვილს ახალი წლის შეხვედრა საშუალოდ 685 ევრო დაუჯდება.