ესტონეთის საგრეო საქმეთა მინისტრი, ურმას პაეტი საქართველოში ვიზიტს გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალის გვირგვინის შემკობით დაიწყებს, რის შემდეგაც იგი საგარეო საქმეთა სამინისტროში გაემგზავრება და საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება. ამის შემდეგ 12:30 საათზე მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ურმას პაეტი სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე ამბასადორიალზე მივა და ქართველი ელჩების წინაშე მოხსენებით გამოვა, სადაც ქართველ დიპლომატებს საკუთარი გამოცდილებას გაუზიარებს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
დღესვე დაგეგმილია ურმას პაეტის მისვლა ესტონეთის საელჩოში, საიდანაც იგი სახელმწიფო კანცელარიაში გაემგზავრება და საქართველოს პრემიერ - მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდება.
დღის დასკვნითი შეხვედრას კი ესტონელი დიპლომატი 18:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან გამართავს.
რაც შეეხება ურმას პაეტის საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს, იგი ხვალ დილით, წეროვანში მცხოვრები დევნილების მოინახულებით დაიწყება. შემდეგ, ესტონელი დიპლომატი შიდა ქართლში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარე სოფლებს ეწვევა. ამის შემდეგ კი, 12:30 საათზე გორში, შიდა ქართლის გუბერნატორნთან, ზურაბ არსოშვილთან შეხვედრას გამართავს. ურმას პაეტის საქართველოში ვიზიტს მცხეთაში სტუმრობით დაასრულებს. ესტონელი დიპლომატი საქართველოს ხვალ, 8 სექტემბერს დატოვებს.