ექსპერტებმა უსაფრთხოების მიხედვით, პოპულარული მესენჯერების რეიტინგი შეადგინეს. მათ 20 მესენჯერის უსაფრთხოების პარამეტრები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ყველაზე დაუცველი სწორედ, რომ Facebook Messenger-ია.
მესენჯერის უსაფრთხოების შეფასება 30 კრიტერიუმის გაანალიზებით მოხდა.
კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე უსაფრთხო მესენჯერი არის Signal-ი.
მაშ ასე, ყველაზე უსაფრთხო მესენჯერების TOP-8 ასე გამოიყურება:
1 - Signal;
2 – Wickr;
3 – Telegram;
4 – Confide;
5 – Viber
6 – Line;
7 – WhatsApp;
8 – iMessage.
ექსპერტები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ არ გამოიყენონ Facebook Messenger-ი. რადგანაც ამ პლატფორმას გააჩნია სუსტი დაცვის სისტემა და მინაწერების წაშლის ნაკლები შესაძლებლობა.