დღეს, 7 სექტემბერს, თბილისში სასტუმრო "რედისონში" ამბასადორიალი დაიწყება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გახსნის. საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საზღვარგარეთის ქვეყნებში აკრედიტებულ საქართველოს ელჩებთან შეხვედრის ტრადიციას და დღეს, მორიგი ამბასადორიალი გაიმართება. საქართველოს ელჩებს საშუალება ექნებათ გავაცნონ ის პრობლემები, რომელსაც თავის მისიის შესრულების დროს ხვდებიან, ასევე დაიგეგმება სამომავლო გეგმებიც.
ამბასადორიალზე ელჩები საქართველოს მთავრობის წარმომდგენლებს შეხვდებიან, ასევე ღონისძიებას ეუთოს გენერალური მდივანი მარკ პერვენ დე ბრიშამბო, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე სტუბი და ესტონეთი საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი დაესწრებიან.
სტუმრები ამბასადორიალზე ქართველი ელჩების წინაშე მოხსენებით წარდგებიან, ასევე ქართველ დიპლომატებს მათთან გასაუბრების საშუალება ექნებათ.
ამბასადორიალი სასტუმრო "რედისონში" დღეს, 09:30 საათზე გაიხსნება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დახურავს.