დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესია გაიხსნება. კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის ბოლო პარასკევს იხურება.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები მომავალი კვირის სამუშაო დღის წესრიგს დაამტკიცებენ.
საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტი შეუდგება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას, რომლის საყოველთაო საჯარო განხილვის კომისია ერთთვიან მუშაობას უკვე ასრულებს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მთავარი მიზანი, სახელისუფლო შტოებს შორის ძალთა დაბალანსებაა.