ხვალ, 7 სექტემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მოახლოებულ მატჩს ქართველი ფეხბურთელების მწვრთნელი თემურ ქეცბაია უმნიშვნელოვანეს უწოდებს და აცხადებს, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა ძალზედ გართულდება. ქართველი ფეხბურთელები ისრაელთან შეხვედრას ტრავმების გარეშე ხვდებიან.
ისრაელის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას შემდეგი 21 ფეხბურთელის გამოყენების შესაძლებლობა ექნება:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი), გიორგი ლორია ("დინამო" თბილისი), გრიგოლ ბედიაშვილი ("ოლიმპი");
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი ("კაისერისპორი", თურქეთი), კახა კალაძე ("მილანი", იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი ("ბლექბერნი", ინგლისი), ლაშა სალუქვაძე ("რუბინი", რუსეთი), მალხაზ ასათიანი ("ლოკომოტივი" მოსკოვი, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა), მათე ღვინიანიძე ("მიუნხენ 1860", გერმანია), დავით კვირკველია ("სიბირი", რუსეთი);
ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია), გიორგი მერებაშვილი ("ვოივოდინა", სერბეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი" მოსკოვი, რუსეთი), გოგიტა გოგუა ("სპარტაკი" ნალჩიკი, რუსეთი), ალექსანდრე კოშკაძე ("დინამო" თბილისი), თორნიკე აფციაური ("ზესტაფონი"), ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე", გერმანია);
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი ("მაკაბი" ჰაიფა, ისრაელი), დავით სირაძე ("სპარტაკი" ნალჩიკი, რუსეთი), ნიკა გელაშვილი ("ზესტაფონი").
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის 1-ელ მატჩში საბერძნეთში, ადგილობრივ ნაკრებთან ფრედ ითამაშეს და ერთი ქულით ჯგუფში მე-3 პოზიციას იკავებენ.
1. ხორვატია 1 1 0 0 3:0 3
2. ისრაელი 1 1 0 0 3:1 3
3. საქართველო 1 0 1 0 1:1 1
4. საბერძნეთი 1 0 1 0 1:1 1
5. მალტა 1 0 0 1 1:3 0
6. ლატვია 1 0 0 1 0:3 0