ოსი სეპარატისტები უარყოფენ ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სეპარატისტებისა და რუსი სამხედროების მიერ მიერ ე.წ. "სახელმწიფო საზღვრის" ახალგორის რაიონში "დანარჩენი საქართველოს" სიღრმეში გადმოწევის შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა საზღვარი ორი კილომეტრით გადმოწიეს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის ვალერი იახნოვეცის განცხადებით, ქართული მედიის მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
"არავითარ გადატანას ადგილი არც ჰქონდა და არც შეიძლებოდა ჰქონოდა", _ აცხადებს კოკოითის კრიმინალური მთავრობის ე.წ. თავდაცვის მინისტრი.