"ახალ კონსტიტუციაში ცნება "ორგანული კანონის" ჩაწერის საკითხი საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე გადაწყდება", - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს, მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც საკონსტიტუციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი მეცნიერებათა აკადემიის წევრებთან განიხილა.
როგორც ცნობილია, ახალი პროექტის თანახმად, კანონთა დიფერენციაციაში აღარ იქნება ორგანული კანონი და ყველა კანონი თანასწორი ძალის იქნება, თუმცა ამ ინიციატივის წინააღმდეგ დღეს მეცნიერებათა აკადემიის წევრი ჯონი ხეცურიანი გამოვიდა როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, რომ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილება პოლიტიკურ ძალთა თანხმობით მიიღებოდეს და შესაბამისად მიაჩნია, რომ ორგანული კანონის ცნება კონსტიტუციაში უნდა დარჩეს. ამ განცხადების საპასუხოდ კი პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავსი პოზიცია გააჩნიათ სხვა მეცნიერებასაც და შესაბამისად ბაქრაძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართება საკონსტიტუციო ცვლილებების საზოგადოებრივი განხილვის კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე და გადაწყვეტილება ამ სხდომაზე იქნება მიღებული - დარჩეს თუ არა კონსტიტუციაში ორგანული კანონის ცნება.