ხვალ, 7 სექტემბერს, 12:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართება. ცესკოს პრესსპიკერი მედიის წარმომადგენლებს აუწყებს 9-11 სექტემბერს დაგეგმილი ევროპელ საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) მეცხრამეტე ყოველწლიური კონფერენციის შესახებ.
სამდღიან კონფერენციას, რომელიც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მასპინძლობს და მას დაესწრება 39 ქვეყნიდან დაახლოებით 160 წარმომადგენელი. კონფერენციაში ასევე მონაწილეობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ს