წინასაარჩევნოდ უკრაინის ხერსონის ოლქის ხელმძღვანელობა საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოში დელეგაციას აგზავნის. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.
ხერსონის ოლქის ხელმძღვანელობა საქართველოში სამართალდამცავ, საგადასახადო, საბაჟო და სხვა სტრუქტურებში მიმდინარე რეფორმების გამოცდილების გაზიარების მიზნით დელეგაციას აგზავნის.
ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში ხერსონის ოლქში ჩატარდება საქართველო - უკრაინის ბიზნეს ფორუმი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძემ შეხვედრები გამართა ოდესის მერთან და ოდესის მხარის გუბერნატორთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველო-უკრაინას შორის ეკონომიკურ და ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას და ასევე ტურისტულ სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას.
გიორგი ბარამიძემ ასევე შეხვედრა გამართა ხერსონის ოლქის ხელმძღვანელობასთან. ვიცე პრემიერ-მინისტრი მიიწვიეს უკრაინის პირველი არხის, მეხუთე არხის და ხერსონის ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერებში. P