აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონები მოინახულა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ბაღაფშმა "აფხაზავტოდოროგის" ხელმძღვანელობასა და ოჩამჩირის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციას ქალაქ ოჩამჩირის ხიდის სარემონტო სამუშაოების დაჩქარება დაავალა.
"ტყვარჩელში ბაღაფშმა სამშობლოს დამცველთა ხსოვნის მემორიალი მონახულა და იმედი გამოთქვა, რომ სამამულო ომის (1992-93 წწ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის სეპარატისტთა ინტერპრეტირება) მე-17 წლისთავისათვის ანუ 30 სექტემბრისათვის ყველა სარემონტო სამუშაო დასრულდება", _ იუწყება აფხაზური მხარე.
ამას გარდა, მათივე ინფორმაციით, ბაღაფშმა ტყვარჩელის გზების მდგომარეობა დაათვალიერა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში იქ 2800 მეტრის გზის ასფალტის საფარით დაფარვა დაიწყება.