ხვალ, 7 სექტემბერს გაეროს შტაბ ბინაში გენერალური ასამბელის 64 სესიაზე კენჭი ეყრება რეზოლუციას საქართველოს მიერ ინიცირებულ საქართველოს რეგიონებიდან (აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან) დევნილთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ ასეთი რეზოლუცია შარშანაც წარვადგინეთ საკმაოდ წარმატებულად, რადგან 48-მ დაუჭირა მხარი და მხოლოდ 19 იყო წინააღმდეგი. მას შემდეგ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით მსოფილოს წამომდგენლებთან და გაეროს წევრ ქვეყნებთან. მიუხედავად რუსეთის დიდი ძალისხმევისა, რომ ამ რეზოლუციას წარმატება არ ჰქონდეს, ჩვენ ობიექტური საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ კენჭისყრის შედეგები წელს გაუმჯობესდება", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მისი განმარტებით, აღნიშნული რეზოლუცია პოლიტიკური ხასიათის არ არის და იგი ძირითადად ჰუმანიტარული ხასიათისაა.
"საქართველოს მთავრობა აგრძელებს გარდა პოლიტიკური მოთხოვნებისა, როგორიც ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციას, ამავდროულად მნიშვნელოვანი დევნილთა და ლტოლვილთა სტატუსი და მათი ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნება თავის საცხოვრებელ სახლებში. ასევე ის მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ ჩვენი ინფორმაციით არც თუ სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებიან. ჩვენი მიზანია მათი უფლების დაცვაც", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
.