ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაღუპული ქართველი ოფიცირის მუხრან შუკვანის საქართველოში გადამოსვენების ზუსტ თარიღს თავდაცვის სამინისტროში ვერ ასახელებენ.
"ზუსტი თარიღი ახლა დგინდება", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს, ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი ოფიცერი, საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტი, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი დაიღუპა. ლეიტენანტი შუკვანი 1982 წელსაა დაბადებული.