ხვალ, 7 სექტემბერს, საქართველოს ეუთოს გენერალური მდივანი მარკ პერვენ დე ბრიშამბო, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერე სტუბი და ესტონეთი საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმერთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალნდაძემ დღეს გამართულ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეუთოს გენერალური მდივანი და ფინეთისა და ესტონეთი საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრესიდენტ მიხეილ სააკაშვილს მთავრობის წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესა და პარლამენტის წევრებს შეხვდებიან.
ამასთან, სტუმრები ამბასადორიალზე ქართველი ელჩების წინაშე მოხსენებით წარდეგბიან.