საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას ქართველი ოფიცრის მუხრან შუკვანის დაღუპვის გამო და უთანაგრძნობს დაღუპულის ოჯახს, დაჭრილ ალიკა გითოლენდიას კი გამოჯანმრთელებას უსურვებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაიღუპა საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტი, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი. იმავე ოპერაციის შესრულების დროს, თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა 31-ე ბატალიონის კაპრალი ალიკა გითოლენდია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.