აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიოზა რაისი თბილისში არ ჩამოვა, იგი ბათუმიდან ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გაემგზავრა. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა მიზეზით არ ჩამოვიდა კონდოლიზა რაისი საქართველოს დედაქალაქში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, გამთენიისას, ბათუმის პორტში მსოფლიოს ყოფილი ლიდერების გემი შემოვიდა. გემმა საქართველოში აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, აშშ-ს ყოფილი თავდაცვის მდივანი უილიამ პერი და სხვა ყოფილი პოლიტიკური, კულტურული და მეცნიერული სფეროს წარმომადგენლები ჩამოიყვანა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანია "კაუკასუს თრეველში" განუცხადეს, მსოფლიოს ყოფილი მაღალჩინოსნები ხუთ ჯგუფად გაიყოფიან, მათი ნაწილი თბილისში ჩამოვა და კულტურულ და რელიგიურ ღირსშესანიშნაობებს მოინახულებს. დანარჩენი ჯგუფები კი გორში, მცხეთაში, ანანურში და წეროვანში გაემგზავრება, სადაც 2008 წელის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩასახლებულ დევნილებს შეხვდებიან.
დელეგაციას საქართველოში კომპანია "კავკაზუს თრეველი" მასპინძლობს, ხოლო ყოფილი ლიდერების სიმპოზიუმს კომპანია "World Leaders Travel" აწყობს.
აღნიშნული ვიზიტი მსოფლიო ლიდერების მე-5 სიმპოზიუმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას საქართველოს, თურქეთის, უკრაინის და აზერბაიჯანის ახალგაზრდა ლიდერები იიღებენ. საქართველოს შემდეგ უცხოელი სტუმრები აზერბაიჯანში გაემგზავრებიან.
სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილი ლიდერების მოგზაურობა მოსკოვში დაიწყო და სტამბულში დასრულდება.