რუსეთის შს სამინისტრო აცხადებს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით საქართველოს ტერიტორიაზე ბოევიკების მომზადების სპეციალური ბანაკები შეიქმნა. განცხადება ამის შესახებ ჩრდილო-კავკასიის ფედერალური ოლქის რუსეთის შს სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ გენერალ-მაიორმა ნიკოლაი სიმაკოვმა გააკეთა.
"ძალიან შესამჩნევი გახდა, ბოლო დროს საქართველოს გააქტიურება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნილია სპეციალური ბანაკები სადაც ბოევიკებს ამზადებენ", _ განაცხადა სიმაკოვმა გაზეთ "ვრემია ნოვოსტეისთან" საუბარში.
მისივე თქმით, ბანაკებში აგროვებენ წარმომადგენლებს ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებიდან, "როგორც წესი სისხლის სამართლის საქმეთა დამნაშავეებს ან იმ ადამიანებს, რომლებიც მართლმსაჯულებას ევროპულ სახელმწიფოებში ემალებიან. ამბობენ, რომ მათი მოხვედრა საქართველოში მოსაზღვრე ქვეყნების გავლით ხდება", _ აცხადებს სიმაკოვი.