ზესტაფონში, აღმაშენებლის გამზირზე მამაკაცი მოკლეს.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა თანხის განაწილებასთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს მოჰყვა.
როგორც ირკვევა, ერთ-ერთმა პირმა მამაკაცს თავში რკინის ნაჭერი ჩაარტყა, რის შედეგადაც, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია.