ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა 31-ე ბატალიონის კაპრალი ალიკა გითოლენდია.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაპრალმა გითოლენდიამ აფეთქების შედეგად ორივე ქვედა კიდური დაკარგა. მას უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
კაპრალი ალიკა გითოლენდია 1985 წელსაა დაბადებული. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ის 2007 წლიდან მსახურობს.
"ძალიან მძიმეა კაპრალ გითოლენდიას მდგომარეობა, მას დაკარგული აქვს ორივე კიდური", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების უფროსის მოადგილემ არსენ ცუხიშვილმა.
"ყველაფერს გავაკეთებთ დაჭრილი კაპრალის ჯანმრთელობის მაქსიმალური რეაბილიტაციისთვის. ეს არის რთული სამხედრო ოპერაცია, რომელშიც ქართველი სამხედროები პირნათლად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას", _ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ ავღანეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისთვის ამავე ოპოერაციის შესრულების დროს ქართველი ოფიცერი საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტის, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაურის მუხრან შუკვანი დაიღუპა.