ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი ოფიცერი საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტის, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაურის მუხრან შუკვანი დაიღუპა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მუხრან შუკვანის ოჯახს. ლეიტენანტი შუკვანი 1982 წელსაა დაბადებული.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ ლეიტენანტ შუკვანის ოჯახს, მის ახლობლებს, თანამებრძოლებსა და ჩვენს ქვეყანას. ჩვენ დავკარგეთ საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი საუკეთესო ჯარისკაცი, რაც ძალიან მძიმე და მტკივნეულია ჩვენთვის.", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების უფროსის მოადგილემ არსენ ცუხიშვილმა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2006 წლიდან. მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში. სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს - მესამე ხარისხის უწყებრივი მედალი (საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უმწიკვლო სამსახურისთვის); უწყებრივი მედალი საბრძოლო იარისთვის; უწყებრივი მედალი - „სამშობლოსათვის თავდადებული".
"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ რაც შეიდძლება მალე მოხდეს გარდაცვლილი ოფიცრის გადმოსვენება", _ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ ავღანეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე.