ქალაქ ბესლანში სასაფლაოზე მიმავალი ოს სეპარატისტთა ლიდერის კორტეჟმა ბესლანის მაცხოვრებლებს პრობლემები შეუქმნა. როგორც აღმოჩნდა ამ დღეს სამართალდამცავებმა ოს სეპარატისტთა ლიდერისათვის გზატკეცილი გადაკეტეს და სასაფლაოზე მიმავალი ასობით ბესლანელი - ქვეითად მიმავალი თუ ავტომობილით გზიდან გადადენეს.
"ის ფაქტი რომ წელიწადში მხოლოდ ერთხელ ქვეყანაში ისმის სიტყვა "ბესლანი" აქ არავის აღელვებს და ამას გულგრილად ხვდებიან. ამ დღეს ბესლანელები არ უყურებენ ახალ ამბებს და არ ელიან სამძიმრის სიტყვებს რუსეთის პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრისაგან. ედუარდ კოკოითის ვიზიტსაც ბესლანელები სარკაზმით შეხვდნენ _ "ამ 001-ს (სანომრე ნიშანი კოკოითის "ჯიპის" მარტის ავტომობილზე) ჯერ კიდევ არ ესმის, რომ ბესლანი რუსეთისათვის მხოლოდ ცარიელი ადგილია" - აცხადებდნენ ქალაქის მაცხოვრებლები", _ წერს "ნოვაია გაზეტა".