მიხეილ სააკაშვილმა ნინო ბურჯანაძე გუნდისათვის მიუღებელი პირობების წამოყენებაში დაადანაშაულა.
"როგორც კი საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ წამოგვიყენა ის პირობები რომელიც ცდებოდა გუნდური თამაშისა და პრინციპების საკითხს, ჩვენ ყველა ერთად შევიკრიბეთ და ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამის მიღება იყო შეუძლებელი, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე.
"არ არსებობს უფრო მეტი პატივი ვიდრე ლოიალობა შენი ქვეყნის მიმართ და ეს ლოიალობა ნიშნავს არაკორუმპირებულ და აბსოლუტურად ყოველგვარი პირადი მოტივებისგან დაცლილ ქმედებებს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.