დღეს ერთიანი ეროვნული პროდუქტის სახელმწიფო ხარჯები 35%-ს შეადგენს. იმისთვის რომ სახელმწიფო განვითარდეს ეს უნდა გახდეს 30%, ჩვენ გვჭირდება ყოველწლიურად ეკონომიკის 7-10% განვითარება, 5-6 % არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო წინ წავიდეს. ეს განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა ისიც, რომ საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტი "ქამრების შემოჭერის" ბიუჯეტი იქნება.
"ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტი ქამრების მოჭერის ბიუჯეტი გვექნება, არა იმიტომ რომ კრიზიასია, არამედ იმიტომ, რომ გვინდა საქმე ძალიან კარგად გვქონდეს და არა საშუალოდ. ეს შეეხება ინფრასტრუქტურული პროექტების დროში გახანგძლივებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ისე არავის არ უხარია, როგორც მე", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მიზანია მაქსიმალურად ხელის შეწყობა კერძო სექტორისთვის _ "მათ მაქსიმალურად უნდა ჩაანაცვლონ სახელმწიფო აპარატი და ეს იქნება ეკონომიკური ზრდის მთავარი წყარო საქართველოში", _ აცხადებს პრეზიდენტი.
"ეს ეხება ასევე ასევე მინისტრების მხრიდან ქამრების მოჭერას. სახელმწიფო აპარატში ხელფასებმა რა თქმა უნდა უნდა მოიმატოს, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ მინისტრებმა იფრინონ ბიზნესკლასით არაფერი მოუვათ თუ ეკონომკლასით გაფრინდებიან, არ არის საჭირო რომ იყიდონ ამდენი მანქანები, არცერთი მანქანა, გარდა წარმომადგენლობით ოპერატიული აუცილებლობისა 15 ათასი ევროზე მეტი ღირებულების არცერთმა სახელმწიფო აპარატმა არ უნდა შეიძინოს. უნდა დაწესდეს ზედა ზღვარი სახელმწიფო ხარჯებზე", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო არც ისე სუპერმდიდარი ქვეყანაა, რომ თავს ამის უფლება მისცეს.
მისივე თქმით, თითოეულ მინისტრს უნდა ესმოდეს, რომ საქართველოსათვის ამ ისტორიულ დროში თანამდებობაზე ყოფნა საკმარისად დიდი პრივილეგიაა.
"არის ხარჯები, რაც სახელმწიფოსთვის აუცილებელია და უნდა გვესმოდეს, რომ მინისტრისთვის ამ ისტორიულ დროში თანამდებობაზე ყოფნა საკმარისად დიდი პრივილეგიაა და დიდ მნიშვნელობა არ აქვს გაიჯგიმება თუ არა ბიზნეს კლასის სავარძელში თუ ჩვეულებრივ ხალხთან ერთად დაჯდება არც თუ ისე მდიდარი ქვეყნის ჯერჯერობით არც თუ ისე წამატებული მთავრობის წევრი, რადგან ბოლომდე წარმატებული მთავრობა იქნება მაშინ როცა ქვეყანა იქნება წარმატებული", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.